LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ფილმი, რომელიც თებერვალში უნდა ნახოთ

81

გასული წლის მთავარ კინოფილმებს ამჯერად ოსკარებზე შეაფასებენ. მანამდე კი ვნახოთ ის 5 ფილმი, რომელიც ყველა მოლოდინს აჭარბებს და რომლის ნახვასაც კინოს მოყვარულები გვირჩევენ.

„მთვარის შუქი“

ფილმი გვიყვება, რამდენად რთულია გაუმკლავდე ცხოვრების გამოწვევებს, იყო ღარიბი, შავკანიანი და ამავე დროს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი. ფილმმა უკვე მიიღო „ოქროს გლობუსის“ ჯილდო და ოსკარებზე „ლა ლა ლენდის“ მთავარ კონკურენტად ითვლება. კრიტიკოსები ამბობენ, რომ მაჰერშალ ალიმ არავის დაუტოვა ოსკარის მიღების შანსი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიაში.

„პატერსონი“

ეს ეთადერთი ფილმია ჩვენს მიერ შერჩეული ხუთეულიდან, რომელიც არ გახლავთ ოსკარის ნომინანტი. ფილმი გასულ წელს კანის კინოფესტივალზე აჩვენეს და მან მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო. მსახიობი ადამ დრაივერი ამ ფილმით აბსოლუტურად განსხვავებულ ამპლუაში მოგვევლინა.

„ლომი“

ოსკარის პრეტენდენტი კიდევ ერთი ფანტასტიკური ფილმი. დევ პატელის გმირი კინოსურათში თავისი ბიოლოგიური მშობლების მოძებნას ცდილობს. ეს გადაწყეტილება კი მის მშობლებს ემოციურად ანადგურებს. დედის როლში ნიკოლ კიდმანს ვხვდებით, რომელიც ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის ოსკარზე უკვე წარადგინეს.

„ჯეკი“

არაა გამორიცხული, რომ ამერიკის პირველი ლედის როლმა ნატალი პორტმანს ოსკარი მეორედ მოუტანოს. არაჩვეულებრივი რეჟისორული ნამუშევარი, მსახობთა ჯგუფი და ულამაზესი კოსტიუმები გულგრილს ნამდვილად ვერ დაგტოვებთ.

„ტონი ერდმანი“

სიუჟეტის ცენტრშია მამა, რომელიც ცდილობს ყველა შესაძლო გზით ურთიერთობა დაალაგოს ქალიშვილთან. ლარს ფონ ტრიერის შემოქმედების სტილში შექმნილი ეს კომედია უკვე მილიონობით მაყურებელმა მოიწონა, ამჯერად თქვენი ჯერია. მარენ ადეს მიერ გადაღებუი ფილმი პირველად  კანის კინოფესტივალის ფარგლებში აჩვენეს. სწორედ ეს ფილმია წარდგენილი ოსკარზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები