LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ფილმი, რომელიც ყველა ქალმა უნდა ნახოს

„ველური“ (Wild, 2014) – ჟან-მარკ ვალეს ეკრანიზაცია რიზ უიზერსპუნის მონაწილეობით შერილ სტრეიდის ავტობიოგრაფიული რომანის „დიდი პატარა ტყუილი“ მიხედვით შეიქმნა. ფილმი ახალგაზრდა ქალზეა, რომელიც ქმართან განშორების და დედის გარდაცვალების შემდეგ, საკუთარ თავში გასარკვევად და დეპრესიის დასაძლევად, ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე რთული მარშრუტით მიემგზავრება სამოგზაუროდ.

„საყვარელი ფრენსისი“ (Frances Ha, 2013) – ფილმის მთავარი გმირი 27 წლის უმუშევარი ფრენსისია, რომელიც კალიფორნიიდან ნიუ-იორკში მიემგზავრება. ფრენსისი საბალეტო დასში ცეკვავს და ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობს, საკუთარი თავის უკეთ გაცნობას ცდილობს და აინტერესებს, როგორია დიდ ქალაქში დამოუკიდებლად ცხოვრება. სხვათაშორის, ირონიული ციტატებით ფილმი, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა, ძალიან ჰგავს ცნობილ კომედიას „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“.

„ჭამე, ილოცე, გიყვარდეს“ (Eat Pray Love, 2010) – დრამას ჯულია რობერტსის მონაწილეობით, მწერლის ელიზაბეტ გილბერტის ავტობიოგრაფიული რომანი დაედო საფუძვლად. ფილმის მთავარი პერსონაჟი ხვდება, რომ დიდი ხანია აღარ ცხოვრებს იმ ცხოვრებით, რომელზეც ოცნებობდა, ამიტომ ქმარს შორდება და ნიუ-იორკის, ნეაპოლის, ბალისა და პატაუდის ულამაზესი პეიზაჟების ფონზე სამოგზაუროდ მიდის. სხვათაშორის, 60 მილიონიანი ბიუჯეტის ფილმმა გაქირავებაში რეკორდული – 204,6 მლნ. მოაგროვა.

„ჯოი“ (Joy, 2015) – ფილმს ლონგ-აილენდელი მარტოხელა დედის ჯოი მანგანოს რეალური ისტორია დაედო საფუძვლად, რომელმაც ბიზნეს-იმპერიის შექმნამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა. დევიდ რასელის დრამაში მთავარი როლი ჯენიფერ ლოურენსმა შეასრულა, რომელის „ოქროს გლობუსის“ მფლობელი და „ოსკარის“ პრემიის ნომინანტი გახდა.

„ჯული და ჯულია: ვამზადებთ ბედნიერებას რეცეპტით“ (Julie & Julia, 2009) – ფილმი მერილ სტრიპის მონაწილეობით, რომელიც საკულტო კულინარის როლის შესრულებისთვის „ოქროს გლობუსით“ დაჯილდოვდა, სხვადასხვა ეპოქის ორ ქალბატონზეა, რომლებიც თავისებურად განიცდიან ასაკობრივ კრიზისს და თავისებურად პოულობენ მისი დაძლევის გზებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები