LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 რჩევა სილამაზის შესანარჩუნებლად, რომელიც ყველა ორსულმა უნდა იცოდეს

237

ორსულობა, უმეტესი ქალებისთვის, სასიხარულო სიახლეა ხოლმე, თუმცა ამ პერიოდში მომავალ დედებს უამრავი ცვლილება ელით – სპეციალური დიეტები, თავის მოვლის ალტერნატიული ხერხები, რათა ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას; ცვლილებები, გარდაუვალია, გარდერობშიც.

ამასთან, ორსულების უმეტესობას აქვს შიში, რომ მუცელზე გაჩენილი სტრიები სამუდამოდ დარჩებათ.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ,შეინარჩუნოთ სილამაზე ორსულობის დროს და შემდეგ.

 

ებრძოლეთ სტრიებს სხეულის ზეთით

body_oil_list

კანის დატენიანებას დიდი ყურადღება დაუთმეთ. აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ მალევე წაისვით მთელ სხეულზე ზეთი, განსაკუთრებით კი – მუცელზე, მკერდზე, თეძოებზე… კანი გახდება ელასტიური და სტრიების რაოდენობაც მინიმალური იქნება.

 

აკნეს წინააღმდეგ გამოიყენეთ პროდუქტი, რომელიც ბავშვს არ ვნებს

ჰორმონალური ბალანსის ცვლილებების გამო, ორსულობის დროს თქვენი ცხიმოვანი ჯირკვლები, შესაძლოა, გააქტიურდეს. სახის გამწმენდი ლოსიონი აუცილებლად იხმარეთ დღეში ორჯერ, მოერიდეთ სკრაბებს, რადგან, შესაძლოა, კანი გაიღიზიანოთ. სახე დაიტენიანეთ ლოსიონებით, რომელიც არ შეიცავს ცხიმს.

წყლის საჭირო რაოდენობის მიღება თვალების ქვეშ წრეებს გაგიქრობთ

თუ უპეები დაგისივდათ, ან რგოლები გაგიჩნდათ, დალიეთ მეტი წყალი.

მოუარეთ თმას

thick_hair_list

მეორე ტრიმესტრში ესტროგენის მომატების გამო თმა უფრო სწრაფად იზრდება და ხშირი ხდება. ნუ დაიმუშავებთ თმას ქიმიურად, ფრთხილად შეარჩიეთ საღებავები.


იზრუნეთ ფრჩხილებზე

manicure-pregnancy

ორსულობის დროს ფრჩხილებიც ჩვეუელებრივზე სწრაფად იზრდება, ამის მიუხედავად, რეგულარული სიარული მანიკურის გასაკეთებლად უნდა შეწყვიტოთ. შეეცადეთ, საკუთარ ფრჩხილებს თავად მოუაროთ და არ გამოიყენოთ მის გასალამაზებლად ქიმიური საშუალებები, მოძებნეთ მაღაზიებში ორსულებისთვის ნაკლებად საშიში ლაქი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები