LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 საუკეთესო ფილმი უქმეებისთვის

„სიყვარული – ავადმყოფობაა“ (The Big Sick, 2017) – „ოსკარის“ ნომინანტი, რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული კომედია, პაკისტანელი კომიკოსის კუმაილ ნანჯიანის ისტორიაა, რომელიც მშობლებთან ერთად ნიუ-იორკში გადაბარგებული, მუდმივად დედის მიერ შერჩეული საცოლეების მოგერიებაშია, თუმცა საბოლოოდ მაინც პოულობს ნამდვილ სიყვარულს და რადიკალურად ცვლის მთელ თავის ცხოვრებას.

„პარიზი მოიცდის“ (Paris Can Wait, 2016) – ფრანგული კომედიის მთავარი გმირი ანაა, რომელიც მეუღლის მივლინებაში გასტუმრების შემდეგ, მის მეგობართან ერთად  მიემგზავრება კანში ავტომობილის ჩამოსაყვანად და რამდენიმე დღეში, საკუთარ თავში გარკვევასაც ასწრებს და მეუღლის მეგობრის შყვარებასაც.

„შორს შეშლილი ბრბოსგან“ (Far from the Madding Crowd, 2015) – მამაკაცისა და ქალის ურთიერთობის მარადიული დრამა ამჯერად სასიყვარულო სამკუთხედითაა წარმოდგენილი. ფილმი განსაკუთრებით ჯეინ ოსტინისა და მარგარეტ მიტჩელის რომანის მოყვარულებს მოეწონებათ.

„მსუბუქი ყოფაქცევა“ (Easy Virtue, 2018) – ფილმის მთავარი პერსონაჟი ჯონ უიტეკერი  ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ სახლში საცოლესთან – ამერიკელ ლამაზმანთან ერთად ბრუნდება, რომელსაც თავისი თავისუფალი ქცევითა და წარმოდგენებით სერიოზული დისონანსი შეაქვს არისტოკრატულ ოჯახში.

„ოდისეა“ (L’odyssée, 2016) – ბიოგრაფიული ფილმი ჟაკ-ივ კუსტოზე, არა ცნობილი ზღვაოსნის პროფესიონალური საქმიანობაზე, არამედ მის პირად ცხოვრებაზე, სიყვარულსა და ღალატზე, საბედისწერო შეცდომებსა და წარმატებებზე მოუთხრობს მაყურებელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები