LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 სერიალი, რომელსაც ერთ დღეში ნახავთ

დიდი პატარა ტყუილი – 7 სერია

სერიალში მოქმედება პატარა ქალაქ მონტერეიში ვითარდება, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. სერიალის გმირები ახალგაზრდა დედები არიან, რომელთა შვილებიც საბავშვო ბაღისთვის ემზადებიან. ერთ მშვენიერ დღეს მშობელთა შეკრებაზე მისულები გაიგებენ, რომ საბავშვო ბაღის კედლებში სასტიკი მკვლელობა ხდება. სერიალში მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი, რიზ უიზერსფუნი და შეილინ ვუდლი ასრულებენ.

 

 ფლიბეგი – 6 სერია

ბრიტანული კომედიური ჟანრის სერიალი თანამედროვე გოგონაზე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. მოულოდნელად გოგონას პირად და პროფესიულ საქმიანობაში პრობლემები უჩნდება. ამის მიუხედავად მთავარ გმირს სჯერა, რომ ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია.

 

აღლუმის დასასრული – 5 სერია

კიდევ ერთი ვარსკვლავური სერიალი, სადაც მთავარ როლებს ბენედიქტ კამბერბეტჩი და რებეკა ჰოლი ასრულებენ. ფილმის მთავარი გმირი მომხიბვლელი მამაკაცია, რომელსაც ცოლად ლამაზი, მაგრამ საოცრად ცბიერი ქალბატონი მოჰყავს. წყვილის ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად მიდის, სანამ ჰორიზონტზე მშვენიერი ვალენტაინი გამოჩნდება.

 

გენიოსი – 8 სერია

ალბერტ აინშტაინის ცხოვრებაზე გადაღებული ძალიან საინტერსო სერიალი. დაბრკოლებებითა და სირთულეებით სავსე გზა, რომელიც მეცნიერმა განვლო იქამდე, სანამ მისი გენიალური აღმოჩენები ჩვენამდე მოაღწევდა. ლეგენდარული ფიზიკოსის როლს სერიალში ჯეფრი რაში ასრულებს.

 

მტრობა: ბეტი და ჯოანი – 8 სერია

უდიდესი კინოვარსკვლავების, ჯოან კროუფორდისა და ბეტ დევისის მტრობის ისტორია. ფსიქოლოგიური ტრილების გადაღებისას ქალბატონები ყველაფერზე მიდიან, რათა ერთმანეთი სიცოცხლეს გამოასალმონ. ლეგენდარული მსახიობების როლს ასევე თანამედროვე კინომატოგრაფის ლეგენდები, ჯესიკა ლანგი და სიუზან სარანდონი ასრულებენ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები