LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 შოკისმომგვრელი მომენტი სცენაზე, როცა ფანებმა მომღერლებს „აჯობეს” (ვიდეო)

169

„ფორტუნამ“ შეარჩია 5 შთამბეჭდავი ნომერი ლეგენდარული მუსიკოსების გამოსვლებიდან, სადაც მათი სიმღერების შესრულებას ფანები ექსპრომტად ცდილობენ. სწორედ გულშემატკივრების მიერ შესრულებული ვერსიები აღმოჩნდა ბევრად შთამბეჭდავი და ამ ნომრებმა თავად მუსიკოების გაოცება გამოწვია.

ბიონსე – Halo

ბიონსეს ამ სუპერპოპულარულ ჰიტს ალბომიდან I Am… Sasha Fierce მომღერალი თითქმის ყველა კონცერტის დროს ასრულებს. ერთ-ერთი შესრულების დროს მომღერალმა მიკროფონი დარბაზში, სცენასთან მდგარ გოგონას გადააწოდა და მისამღერის შესრულებით თავადაც გაოგნებული დარჩა. ბიონსემ გოგონა აპლოდისმენტებით სცენიდან გაამხნევა.

რიანა – FourFiveSeconds

კანიე უესტისა და პოლ მაკარტნის მიერ დაწერილმა ამ სიმღერამ რიანას „ბილბორდის“ ჩარტებში ლიდერის პოზიცია მოუტანა. ერთ-ერთ კონცერზე ბარბადოსელმა ლამაზმანმა სიმღერის შესრულებისას მიკროფონი სცენასთან მდგარ მამაკაცს გადასცა, რომელმაც ჰიტის ნაწყვეტი ისე შეასრულა, რომ თავად რიანა გაოგნეული დარჩა.

ჯოშ გრობანი – Josh Groban – To Where You Are

ლეგენდარული მუსიკოსის, ჯოშ გრობანის კანადაში გამართული კონცერტი მაყურებელს სამუდამოდ დაამახსოვრდა. მომღერალმა კონცერტის მსვლელობისას თავად მიმართა მსურველებს, მასთან ერთად დუეტი შეესრულებინათ. ყველაზე იღბლიანი კი ერთ-ერთი გოგონა აღმოჩნდა, რომელმაც პოპულარული სიმღერა To Where You Are საოცრად შეასრულა. მის მიერ შესრულებული ვერსიას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.

ფინქი – Whats Up

ლონდოში გამართულ ფესტივალზე ცნობილი ჰიტის შესრულებისას ფინქმა ხალხმრავალი აუდიტორიიდან ერთ-ერთი მსმენელი სცენაზე თავად აიყვანა და მას სიმღერის შესრულება სთხოვა. მართალია გულშემატკივარი გოგონა ძალიან ღელავდა, მაგრამ საბოლოოდ ცნობილი ჰიტი ისე იმღერა, რომ თავად მუსიკოსი მას დაჩოქილი უკრავდა ტაშს.

ადელი – Fools Rush In

ადელი ხშირად იწვევს ფანებს სცენაზე სიმღერების შესასრულებლად, ერთ-ერთი კონცერტის დროს კი მან ნამდვილი შოკი მიიღო, სცენაზე მოსულმა გოგონამ იმღერა Fools Rush In უნაკლოდ შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები