LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ყველაზე ემოციური და ამაღელვებელი საშობაო რეკლამა (ვიდეო)

580

მსოფლიო სარეკლამო ბიზნესში საშობაო და საახალწლო თემაზე გადაღებულ რეკლამებს უდიდესი რეზონანსი აქვს. მათ შორის არის ისეთები, რომლებიც სრულმეტრაჟიან ფილმს არაფრით ჩამოუვარდება. ჩვენ შევარჩიეთ 5 ყველაზე ემოციური და ამაღელვებელი ვიდეორგოლი, შექმნილი საახალწლო თემაზე, რომელიც კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

 

Edeka – ამ ემოციურ ვიდეოს ცრემლების გარეშე ვერ უყურებთ. საშობაო რეკლამის ავტორი გერმანული მარკეტების ქსელი Edeka გახლათ, რომელიც გვეუბნება, რომ ოჯახურ იდილიაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. კლიპის სიუჟეტის მთავარი გმირი მამაა, რომელიც მარტოობაში ხვდება ახალ წელს, რადგან მისი შვილები სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მოულოდნელად სამივე შვილს წერილი მისდის, რომელიც იტყობინება, რომ მამა დაიღუპათ. შობის დღეს ყველანი მშობლიურ ქალაქში ჩადიან და თვალაცრემლებულებს სახლში შესვლისას გაშლილ სუფრასთან მამა ხვდებათ. დროა დაბრუნდე სახლში , რეკლამამ ამ სლოგანით მსოფლიოში უამრავი ადამიანი აატირა და მიახვედრა, რომ ოჯახი უპირველესია.

 

John Lewis  – ბრიტანული მაღაზიების ქსელი მუდამ გვაოცებს საშობაო ზღაპრული ვიდეოებით. 2015 წელს ბრენდის მიერ შემოთავაზებული ვიდეო განსაკუთრებულად ემოციურია. ესაა პატარა გოგონას, ლილის ისტორია, რომელიც ყოველდღე ტელესკოპიდან მთვარეზე უცნობ მამაკაცს უყურებს. გოგონა ყველა გზით ცდილობს მიაწვდინოს ხმა უცნობს, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელაც ის პატარა ტელესკოპს ქაღალდში ახვევს, სანტას წერილს წერს და სთხოვს ეს საჩუქარი უცნობ მოხუცს გაუგზავნოს. სასწაული კი, ცხადია ხდება და უცნობი მამაკაცი მთვარეზე ლამაზ ყუთში შეფუთულ საჩუქარს პოულობს. ესაა რეკლამა სიკეთეზე, ადამიანურ ღირებულებებსა და საშობაო სასწაულებზე. Man on the moon, რეკლამა 2015 წელსაა გადაღებული და ერთ-ერთი ყველაზე ემოციურია საახალწლო რეკლამებს შორის.

https://www.youtube.com/watch?v=wuz2ILq4UeA

 

Marks & Spencer – კიდევ ერთი ბრენდი, რომელიც ყველაზე ლამაზ საახალწლო რეკლამებს გვთავაობს. 2016 წელს ბრენდმა საშობაო რეკლამაში ახალი პერსონაჟი, მისის სანტა ჩართო. ესაა პატარა ბიჭის, ჯეიკის ისტორია, რომელიც მთელი წელი თავის დასთან ჩხუბობს. შობას ჯეიკი გადაწყვეტს დას განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადოს და დახმარებას სანტას სთხოვს. აღმოჩნდა, რომ სანტა-კლაუსს კეთილი სურვილების ასრულებაში მისის სანტაც ეხმარება, რომელიც პატარებს საჩუქრებს მაშინ ურიგებს, როცა სანტა სახლში არაა. ასე დაეხმარება შუაღამით მისის სანტა  პატარა ჯეიკს საყვარელი დისთვის სასურველი საჩუქრის გაკეთებაში. სიყვარულით Marks & Spencer-ისგან, ასეთია რეკლამის სლოგანი, რომლის სიუჟეტი საახალწლო ფილს მოგაგონებთ.

 

Coca Cola – ლეგენდარული ბრენდის საშობაო რეკლამები ყველას ნანახი გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და ეფექტური რეკლამა კომპანიამ 2010 წელს გადაიღო. საახალწლო განათებებით გაბრდღვიალებული ქალაქი, ხალხი შობის მოლოდინში და კოკა-კოლას ჯადოსნური მანქანა.

 

Sainsbury – ბრიტანული მაღაზიების ქსელმა 2014 წელს სარეკლამო კამპანიაში აქცენტი გაზიარების აუცილებლობაზე გააკეთა. რეკლამის სიუჟეტი პირველი მსოფლიო ომის დროს მომხდარი რეალური ისტორიიდან იღებს სათავეს. 100 წლის წინ ბრიტანელი და გერმანელი  ჯარისკაცები ერთმანეთს შობის დადგომას საჩუქრებით ულოცავენ. Sainsbury-ს კი აქცენტი საახალწლო შოკოლადზე აქვს გაკეთებული, რომელსაც ახლავს სარეკლამო კლიპის მთავარი სლოგანი, შობა არის გაზირებისთვის.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები