LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

51 წლის ვენსან კასელი „კანის კინოფესტივალზე” 21 წლის შეყვარებულთან ერთად მივიდა (ფოტო)

578

51 წლის მსახიობი ვენსან კასელი და მისი ახალი რჩეული, 21 წლის ტინა კუნაკი ამჯერად კანის რიგით 71-ე კინოსფესტივალს სტუმრობდნენ. შეყვარებულები ერთად ევა ჰასონის ფილმის, „მზის გოგონას“ პრემიერას დაესწრნენ და წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებულები დიდხანს პოზირებდნენ  ფოტოგრაფებთან.

ვენსან კასელი Tom Ford-ის სმოკინგში გამოწყობილი გამოჩნდა „კანის კინოფესტივალის” წითელ ხალიჩაზე. ტინა კუნაკიმ კი არჩევანი Alexandre Vauthier-ის ვერცხლისფერ, დეკოლტირებულ კაბაზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ წყვილი რუსეთში იმყოფებოდა, კიდევ უფრო ადრე კი პარიზის მოდის კვირეულს სტუმრობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები