LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

52 წლის სარა ჯესიკა პარკერი კერი ბრედშოუს იმიჯით (ფოტო)

73

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სერიალის, „სექსი დიდ ქალაქშის“ ვარსკვლავი, სარა ჯესიკა პარკერი არაერთხელ დაასახელეს ყველაზე გემოვნებიან ქალბატონად. მისი იმიჯი ცნობილი სატელევიზო შოუდან ბევრი ქალბატონისთვის სტილის ინსპირაციის წყარო გახდა. მსახიობი ამტკიცებს, რომ ასაკის მიუხედავად, ელეგანტური და კლასიკური ნიუ-იორკული სტილი კვლავ მისი განუყოფელი ნაწილია. ამჯერად ლამაზმანი ნიუ-იორკში ერთ-ერთ რესტორანთან გადაიღეს, სადაც ის მეგობრებს ლანჩზე შეხვდა.

სარა ბრწყინავდა ნაცრისფერ კოქტეილის კაბასა და ხავერდოვან პიჯაკში, რომელიც კერი ბრედშოუს სტილს მოგაგონებდათ. საკუთარი გმირის მსგავსად, მსახიობმა არჩევანი მინიმალისტურ მაკიაჟზე შეაჩერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები