LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 თვისება, რომელზეც თქვენი კარიერაა დამოკიდებული

475

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა უკან დაბრუნების და ყველაფრის გამოსწორების სურვილი უჩნდება. თუმცა, ასეთი შანსი ყველას არ ეძლევა, ამიტომ საჭიროა დროულად მიაქციოთ ყურადღება რამდენიმე ნიუანსს, რათა არ დაღუპოთ საკუთარი კარიერა და სწრაფად წაიწიოთ წინ სამსახურეობრივ კიბეზე.

#1 პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი – გამოყავით მნიშვნელოვანი საქმეები ნაკლებად მნიშვნელოვანისგან და ნუ დაიწყებთ ყველაფრის ერთდროულად კეთებას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სასურველი შედეგის სწრაფად მიღწევას.

#2 საკუთარი თავის სწორად წარდგენის უნარი – ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მას, ვისაც წარმოდგენა არ აქვს საკუთარ უნარებზე. რეგულარულად გაანალიზეთ შესაძლებლობების რეზერვი და შეაჯამეთ დღე (კვირა, თვე ან წელი), რათა იცოდეთ რისი მიღწევა შეძელით და სად გჭირდებათ მეტი მონდომება.

#3 ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი – ერუდიცია და ცნობისმოყვარეობა – სწორეთ ეს თვისებები დაგეხმარებათ სწრაფად წაიწიოთ წინ კარიერულ კიბეზე, რადგან მხოლოდ ერუდირებულ თანამშრომელს შეუძლია კრეატიული იდეების გენერაცია, საკითხის გადაწყვეტის არასტანდარტული გზების ოპერატიულად მოძიება და სასურველი რეზულტატის მისაღწევად პროცესის ოპტიმიზაცია.

#4 კონფლიქტური სიტუაციის მოგვარების უნარი – ჭორიკანა და ინტრიგანი თანამშრომელი არავის არ უყვარს. არც ხელმძღვანელს სურს კომპანიაში იმ ადამიანის გაჩერება, ვინც მუდმივად სხვებს განიხილავს და „რევოლუციის“ მოწყობით იმუქრება. საჭიროა ისწავლოთ მიმდინარე მოვლენებზე ადეკვატურად რეაგირება და ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციის დროულად გადაჭრა.

#5 ადამიანების მოსმენის და დასკვნის გაკეთების უნარი – თუ ლიდერის პოზიცია არჩიეთ და მხოლოდ საკუთარ თავს უსმენთ, მაშინაც კი, როცა ცდებით, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს  ჯერ შეცდომაზე მიგითითებენ, მერე კი, კარზე. ასე რომ, ბუზღუნის ნაცვლად უკეთესია მოისმინოთ კოლეგების საქმიანი რჩევები და სწორედ მათი გათვალისწინებით იმოქმედოთ.

#6 ჯგუფში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი – რა თქმა უნდა, კარგია თუ დამოუკიდებლად შეგიძლიათ ყველა საქმის შესრულება, რადგან ინიციატივას ყველა ხელმძღვანელი აფასებს, მაგრამ ზოგჯერ კოლექტიური ძალისხმევაც აუცილებელია და არ ღირს ყველაფრის საკუთარ თავზე აღება, რადგან საქმე კოლექტიურია და პასუხისმგებლობა წარმატებული ან ნაკლებად წარმატებულ შედეგზე ყველამ თანაბრად უნდა გაინაწილოს.

#7 დისტანცირება კოლეგებთან – თუ მუდმივად უარს ამბობთ კოლეგების დახმარებაზე, უგულვებელყოფთ მათ თხოვნას ან დემონსტრატიულად ხართ გაყუჩებული მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას, ნუ გაგიკვირდებათ, თუ იგივე პასუხს მიიღებთ, როცა თავად დაგჭირდებათ დახმარება. სხვა საქმეა, თუ მუდმივად სხვის ნაცვლადაც გიწევთ მუშაობა, ანაზღაურებას კი, ვერასდროს ღებულობთ. ასეთ შემთხვევაში აუცილიბელია გაარკვიოთ საკუთარი მოვალეობები ხელმძღვანელთან, რადგან სხვაგვარად არასდროს დაფასდება თქვენი შრომა.

#8 უარის თქმა განვითარებაზე – პასიური მუშაობა ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ კარიერის გაკეთებაში, რადგან არცერთ ხელმძღვანელს არ მოსწონს თანამშრომელი, რომელსაც უბრალოდ დრო გაჰყავს სამსახურში. შესაძლოა, კოლეგების ზურგს ამოფარებულმა გარკვეული პერიოდი უსაქმურობაში გაატაროთ, მაგრამ აუცილებლად დადგება მომენტი, როცა ხელმძღვანელობას სერიოზული ეჭვი გაუჩნდება სჭირდება თუ არა თქვენნაირი უსარგებლო თანამშრომელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები