LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„600 მეტრზე ვიყავი, უცებ გამოვიხედე და გასასვლელი აღარ არის” – დაშავებული მეშახტე

80

ტყიბულის შახტში დაშავებული ერთ-ერთი მუშა, რომელსაც სხეულის დამწვრობა აქვს მიღებული მომხდარის დეტალებს იხსენებს.

მისი თქმით, აფეთქების შემდეგ შახტიდან გამოღწევას თანამშრომლები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.

„600 მეტრზე ვიყავი მე… უცებ გამოვიხედე და გასასვლელი აღარ არის. დაბნელებული ყველაფერი, ხელის ფათურით, ბოდიალით, ნელ-ნელა გამოვედი… იმ ჰორიზონტზე ბევრი ხალხი იყო, მაგრამ არსაიდან სინათლე აღარ ჩანდა. სხვა რა მოხდა, როგორ მოხდა არაფერი ვიცი,“- ამბობს ერთ-ერთი დაშავებული.

დღეს, 16 ივლისს, ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად, 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. 6 მეშახტიდან სამი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. ტყიბულის საავადმყოფოში დარჩენილი მეშახტეებიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად, კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები