LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდელის შახტში დაშავებული სამი მაღაროელი რეანიმაციაშია – მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია

215
BeFunky-collage (8)

მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულმა მეშახტეებმა დაზიანებები სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად მიიღეს,- ამის შესახებ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმას, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

როგორც ქაშიბაძემ განმარტა კლინიკაში მკურნალობას რვა პაციენტი გადის, მათგან სამი რეანიმაციაშია და მათი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია.

” დანარჩენი ხუთი პაციენტი მოთავსებულია დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში, გარდა დამწვრობისა, აღენიშნებათ სხვადასხვა ადგილის ტრავმული დაზიანებები და მოტეხილობები.”

„გამთენიისას ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს 8 პაციენტი კატასტროფის ბრიგადის მიერ ტყიბულიდან. სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანებები. სამი მათგანი მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში, აქედან ერთი მათგანის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. დანარჩენი ხუთი პაციენტი მოთავსებულია დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში, გარდა დამწვრობისა, აღენიშნებათ სხვადასხვა ადგილის ტრავმული დაზიანებები და მოტეხილობები. ამ წუთებში უტარდებათ კვლევები და გარკვეული სამედიცინო ჩარევები. იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული, საკმაოდ სერიოზულია, ერთ-ერთ მათგანს 60%-ით დაზიანება და თერმული დაზიანება აღენიშნება, ყველა მათგანი არის კონტაქტური და ადეკვატური“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

შსს-მ ტყიბულის შახტში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიყო

პოპულალურები