„არ ვიცი მოვიგეთ თუ არ მოვიგეთ, მაგრამ ორი წლის განმავლობაში არცერთი პაციენტი რუჯის მიღების მიზნით, ლეღვით დამწვარი არ შემოსულა დამწვრობის ცენტრში“, – ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
მისი თქმით, ლეღვის ნახარშით დამწვრობის მავნე ტრადიცია 12 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
„არ ვიცი მოვიგეთ თუ არ მოვიგეთ, მაგრამ ორი წლის განმავლობაში არცერთი პაციენტი რუჯის მიღების მიზნით, ლეღვით დამწვარი არ შემოსულა დამწვრობის ცენტრში. რბილად რომ ვთქვათ, მავნე ტრადიცია 12 წლის განმავლობაში გაგრძელდა და უამრავი პაციენტი მივიღეთ, საკმაო გამოცდილებაც დაგვიგროვდა. მერიდებოდა კიდეც უცხოელი კოლეგებისთვის კითხვა დამესვა, რომ მათთანაც ხომ არ იყო მსგავსი რამ გავრცელებული, მაგრამ ეს იყო სუფთა ქართული, მავნე ტრადიცია. ეს რაღაც ჯაჭვი იყო, რაც უფრო მეტს ვლაპარაკობდით, რომ ეს არ შეიძლება, მით უფრო მეტი პაციენტი შემოდიოდა. მიხარია, რომ დამთავრდა ეს ლეღვის ეპოპეა. ჩვენთან ოჯახში, მაგალითად ლეღვის მურაბასაც კი აღარ გეახლებით“, – ამბობს გუგა ქაშიბაძე.
