LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

67 წლის სტივ უანდერი მესამედ დაქორწინდა

112

ამერიკელი მუსიკოსი და პრემია „გრემის“ ლაურეატი, სტივ უანდერი მესამედ დაქორწინდა. 67 წლის ვარსკვლავის რჩეული 42 წლის ტომიკა რობინ ბრეისი გახდა. ქორწილი, რომელიც წყვილის უახლოესი ადამიანებისგან შედგებოდა, გასულ უქმეებზე ლოს-ანჯელესში გაიმართა.

ინსაიდერის თქმით, ცერემონია ძალიან რომანტიკული და მდიდრული იყო. რაც შეეხებათ ცნობილ სტუმრებს, მას ჯონ ლეჯენდი, ფარელ უილიამსი, აშერი და ბევრი სხვა ვარსკვლავი სტუმრობდა, რომლებმაც საღამო მუსიკალურადაც გააფორმეს.

ცნობილი გახდა ისიც, რომ პატარძალს სერენადა თავად სტივ უანდერმა უმღერა. შეგახსენებთ, რომ მუსიკოსს წინა ურთიერთობებიდან 9 შვილი ჰყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები