LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 თვის ბავშვმა აზიური ფაროსანა გადაყლაპა

96

ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში 7 თვის ბავშვმა აზიური ფაროსანა შეჭამა. ჩვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსა, სადაც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა.

პაციენტი უკვე გაწერილია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

აზიურმა ფაროსანამ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მავნებელი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებიდან სახლებში და საჯარო დაწესებულებებშიც გადავიდა.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია ვაკის პარკში აზიური ფაროსანას შემოსევის შესახებაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები