LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80 წლის მიგელ კასტილო Erasmus-ის გაცვლითი პროგრამის სტუდენტი გახდა

57

80 წლის ესპანელმა მიგელ კასტილომ Erasmus-ის დაფინანსება მოიპოვა და გაცვლითი პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი სტუდენტი გახდა. ის იტალიაში, ვერონას უნივერსიტეტში  თანამედროვე ისტორიას ისწავლის.

მიგელ კასტილო,  ამბობს, რომ  პენსიაზე გასვლის შემდეგ გული აწუხებდა, რა დროსაც დაფიქრდა, თუ როგორ სურდა დარჩენილი წლების გატარება. მან გადაწყვიტა სიბერის წლები სასიამოვნოდ გაეტარებინა. ვალენსიის უნივერსიტეტში თანამედროვე ისტორიის ფაკულტეტი აირჩია და ყოველ დღე ლექციებს მასზე გაცილებით უმცროს სტუდენტებთან ერთად ესწრება. მიგელ კასტილო, რომელიც ექვსი შვილიშვილის ბაბუაა, თავისი ასაკის ადამიანებს მოუწოდებს არ გამოიკეტონ სახლებში, რადგან საზოგადოებისთვის მათ ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლიათ

ცნობისთვის, Erasmus-ის სასწავლო პროგრამებს ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვთ და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მონაწილეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები