LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

823 376: ზაზა ფაჩულია ოლ სტარის გამოკითხვაში მეორეა

102

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) “ყველა ვარსკვლავთა მატჩის” მეორე შუალედური შედეგების მიხედვით ზაზა ფაჩულია კვლავ მეორე ადგილზეა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტ უორიორსის” ცენტრ ზაზა ფაჩულიას 823 736 ხმა აქვს და დასავლეთ კონფერენციის წინა ხაზის ლიდერ თანაგუნდელ კევინ დურანტს 163 743 ხმით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის “ოლ სტარის” გამოკითხვაში ფაჩულიამ ჯამში 768 112 ხმა მიიღო. როგორც მოგეხსენებათ, წელს წესები შეიცვალა და შერჩევაში გულშემატკივრების წილი მხოლოდ 50% იქნება, 25-25%-ანი წილი კი კალათბურთელებსა და ჟურნალისტებს ექნებათ. ხმის მიცემა 16 იანვარს დასრულდება, სასტარტო ხუთეულებს კი 20 იანვარს ტელეკომპანია TNT-ს პირდაპირ ეთერში დაასახელებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები