LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 მარტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანდრეი მაკარევიჩის კონცერტი გაიმართება

34

9 მარტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ცნობილი რუსი მუსიკოსისა და ჯგუფ “Машина времени”-ს სოლისტის ანდრეი მაკარევიჩის კონცერტი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია Alter vision group. როგორც ფორტუნასთან საუბარში Alter vision group-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა სოფო ებრალიძემ განაცხადა, შემსრულებელი კონცერტზე საინტერესო პროგრამით წარსდგება და მსმენელს ძველ ნაცნობ ჰიტებთან ერთად ახალ რეპერტუარსაც შესთავაზებს.

ბილეთის ფასი 30-დან 75 ლარამდეა. ბილეთები იყიდება თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებში და ონლაინ.

მაკარევიჩის ვიზიტი ჯერ კიდევ დეკემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა, მუსიკოსის ბენდის ნაწილის თბილისში დროულად ჩამოყვანა ვერ ხერხდებოდა, ამიტომ კონცერტის ჩატარება 9 მარტს გადაწყდა. შეგახსენებთ, რომ ანდრეი მაკარევიჩი თბილისს ბოლოს 2015 წელს ესტუმრა.

ანდრეი მაკარიჩევი ცნობილი მუსიკოსია, რომელმაც 1969 წელს რუსული როკბენდი Машина времени ჩამოაყალიბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები