LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასმათ ტყაბლაძე: „ეს კანონი რუსეთთან რომ გვაახლოებდეს, მსგავსი ვერაფერი ამოვიკითხე.. რუსები თუ სიმსივნის სამკურნალო წამალს გამოიგონებენ, რომ ხალხი გადარჩეს, ეგეც მინდა, იყოს რუსული, არა უშავს, მაგრამ ცუდი რამე არც რუსული მინდა, არც ქართული და არც ამერიკული“

345
ასმათ ტყაბლაძე

„კანონი წავიკითხე და ვფიქრობ, რაღაც ადგილები შესასწორებელია, თუმცა გამჭვირვალობა არ არის ცუდი საქმე, უნდა ვიცოდეთ, ვინ რას აკეთებს, საიდან და რისთვის მოდის ეს ფული, ოღონდ მხოლოდ არასამთავრობო კი არა, სამთავრობოც გამჭვირვალე უნდა იყოს“, – ამის შესახებ მსახიობმა ასმატ ტყაბლაძმე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე საუბრის დროს განაცხადა.

ირმა სოხაძე: „მე უფრო არ მინდა რუსეთი… ღამეები არ მძინავს, ეკრანს ვუყურებ და ვტირი… რა ბედნიერები ვიყავით ამ კანონის დაინიცირებამდე, მართლაც გვჯეროდა, რომ „ზღაპრის ბოლო კეთილია“

ასმათ ტყაბლაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრის დროს ამბობს, რომ „ძველი და ახალი მთავრობის ჭიდილი მიდის, ყველას კვლავ სათავეში მოსვლა უნდა და ახალგაზრდები აიყოლიეს“.

„რუსული მეც არაფერი მინდა. გაზი და დენი გვინდა, რა ვქნათ; რუსები თუ სიმსივნის სამკურნალო წამალს გამოიგონებენ, რომ ხალხი გადარჩეს, ეგეც მინდა, იყოს რუსული, არა უშავს, მაგრამ ცუდი რამე არც რუსული მინდა, არც ქართული და არც ამერიკული. არც ის მინდა, ვითომ თავისუფალი ვიყო და ამ დროს თითს მიქნევდეს ვიღაც, გინდა ევროპელი და გინდაც ამერიკელი და ისინი მიბრძანებდნენ, რა როგორ გავაკეთო.

ამბობენ, აქ მეორე ფრონტის გახსნა უნდათო, თუ ეს მართალია, როგორ შეიძლება ახლა ომი? სად გვყავს ჩასახოცი ბიჭები? არც ერთ მთავრობას არ ვემხრობი, ბოლომდე მართალი არც ერთი არ არის. პროტესტი მხოლოდ კანონს კი არ ეხება, სხვა რამეებზეა ხალხი გაღიზიანებული და ყველაფერი ერთად მოაწვა. ბავშვები მართლები არიან იმაში, რომ წესიერი და კარგი ცხოვრება უნდათ, მეტი განათლება, ნაკლები გადასახადით.

გული მწყდება, რა წარწერებს აკეთებენ ეს ახალგაზრდები, რა უმსგავსობა და ვანდალიზმია? ვინ აძლევს ფულს, რომ ეს საღებავები და რაღაცები შეიძინონ? ან ასეთი უხამსი სიტყვებით ერთმანეთის ლანძღვა როგორ შეიძლება? ერთმანეთის ლანძღვა არ მიმაჩნია სწორად. არ შეიძლება ცემა-ტყეპაში, გადაგდება-გადმოგდებაში შევეჯიბროთ ერთმანეთს. ან რამდენჯერ შეიძლება მთავრობა გადმოვაგდოთ? არსებობს არჩევნები, მიდი და აირჩიე. ცოტა იმათ წარსულსაც შეხედე, ვინც თანამდებობისთვის იბრძვის. წაიკითხონ, გაერკვნენ ეს ახალგაზრდები და ასე ბრმად ნუ აჰყვებიან. იმაზე ყველა ვთანხმდებით, რომ არ გვინდა რუსეთი და ერთმანეთს ნუ დავჯიჯგნით!

როცა რამე გვიჭირს, პოლიციას ვეძახით, მოდი, მომეშველეო, და როგორ შეიძლება მათ ბოთლები ესროლო? მან თავი ხომ უნდა დაიცვას? ასე არ შეიძლება. ეს ბავშვები ემოციით, ქვეყნის სიყვარულით დადგნენ იქ და ვინც მათ მართავს, ის არ არის მართალი. ეს რომ ასეა, ყველა ხვდება.

ყველაფერი ვნახე ცხოვრებაში, სახელ­მწიფო ენის ამბებიდან მოყოლებული, სულ პარლამენტის წინ ვიდექი,­ როცა პროტესტის გამოთქმა იყო საჭირო,­ აქციებს მაშინდელ მთავრობას ვუწყობდი, გაზი და დენი რომ არ იყო, ქუჩებს ვკეტავდით, მთელ თბილისს კი არა, უკმაყოფილებას სიტყვით გამოვხატავდით, არასდროს გვიფიქრია, ქვები დაგვეშინა ან ვინმესთვის რამე დაგვეშავებინა.

დამთავრდა სააკაშვილის ამბები. ბიძინა ივანიშვილთან კი არაფერი მაქვს საერთო, არც მისი დახმარება მიმიღია ოდესმე, არც მის გამოსვლებზე ვყოფილვარ, მაგრამ ეს კანონი რუსეთთან რომ გვაახლოებდეს, მსგავსი ვერაფერი ამოვიკითხე. რუსეთიდან რომ შემოდის ფული, არ უნდა გავიგოთ, რას ხმარდება? არც ერთი მინდა და არც მეორე, ახალი ძალა უნდა წამოვიდეს.

სიძულვილს სიკეთე არასდროს მოუტანია, ერთმანეთი გვიყვარდეს და მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს. მინდა ქართველს ქართველი უყვარდეს, გარჩევაც ქართული მინდა, ჩხუბიც და სიყვარულიც. არჩევნებიც ქართული იყოს და არა სხვისგან ნაკარნახევი. მიხარია, რომ აღარ ვართ რუსეთის მონა, მაგრამ არ მინდა ვიყო სხვისი მფარველობისა და დიქტატურის ქვეშევრდომი“, – ამბობს ასმათ ტყაბლაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პოპულარულები