LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ა შენ ჩვენი ბურთი: წყალბურთელები ზაზა ფაჩულიას შეხვდნენ

444

საქართველოს წყლბურთის ნაკრების წევრებმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონს ზაზა ფაჩულიას წყალბურთელთა ავტოგრაფებით გაფორმებული სამახსოვრო ბურთი გადასცეს.

ზაზა ფაჩულია დღეს ნაკრების წევრებს საკალათბურთო აკადემიაში შეხვდა, სადაც მან NBA-ს ჩემპიონთა თასიც მიიტანა. ფაჩულიასთან შესახვედრად საკალათბურთო აკადემიის მოსწავლეები და გულშემატკივრები შეიკრიბნენ, სადაც ოლიმპიური თასის ფონზე ქართველ ჩემპიონთან ერთად ფოტოები გადაიღეს.

„წყალბურთის ნაკრების წევრებმა გადმომცეს შესანიშნავი საჩუქარი, ბურთი ნაკრების წევრების ავტოგრაფით, რომელიც ჩემს კოლექციაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, რასაც მთელი კარიერის განმავლობაში ვაგროვებ. ვიღებ მათგან მილოცვებს და მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ“, – აცხადებს ფაჩულია.

 

წყალბურთის ნაკრების კაპიტანი ზუკა რურუა ამბობს, რომ „ეს არა მარტო ზაზას გამარჯვებაა, ეს არის სრულიად საქართველოს გამარჯვება. ჩვენ, საქართველოს წყალბურთის ნაკრები დღეს პირადად ვხვდებით ზაზას და მინდა ნაკრების სახელით დიდი წარმატება ვუსურვოთ მას“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები