LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს

60

სპეცდანიშნულების რაზმმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ტბელ აბუსერიძის ქუჩა, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში პიროტექნიკით და ქვებით შეტევას ახორციელებდნენ აჭარის შს სამმართველოს შენობაზე, გაათავისუფლეს. ოპერაცია სამართალდამცველებმა დილის 06.00 საათისკენ დაიწყეს.  ბათუმის ქუჩებში პოლიციის სპეცრაზმები აქციის იმ მონაწილეებს აკავებენ, რომლებიც ბათუმის ქუჩებში არბევდნენ ინფრასტრუქტურას, ცეცხლს უკიდებდნენ ავტომანქანებს და შეტევას ახორციელებდნენ პოლიციის თანამშრომლებზე. როგორც რადიო „ფორტუნას“ კორესპონდენტი იტყობინება ბათუმიდან, ოპერაციიდან ნახევარი საათის განმავლობაში 20-ზე მეტი დაკავებული მიიყვანეს აჭარის სს სამმართველოს შენობაში. დაკავებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები