LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკაბაევა: „რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? სიბინძურეს ხვდებით და დანაშაულებრივი რეჟიმის სპონსორობას მაინც განაგრძობთ“

235
სკაბაევა

„რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ – სიბინძურეს ხვდებით და მიუხედავად ამისა, რუსი ტურისტები ამ დანაშაულებრივი რეჟიმის სპონსორობას მაინც განაგრძობენ“, – „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსმა პროპაგანდისტმა, ოლგა სკაბეევამ განაცხადა.

„ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია.. რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს“ - მარია ზახაროვა ბათუმის აქციაზე 

ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო გემის ჩასვლასთან დაკავშირებით, საქართველოში, რამდენიმე დღის წინ გამართულ საპროტესტო აქციას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ეხმაურება.

აღნიშნულთ სკაბეევამ კომენტარი გააკეთა საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ბათუმის პორტში შესვლის გამო განვითარებული მოვლენების შესახებ.

რუსი პროპაგანდისტი უკმაყოფილოა, რომ შეურაცხყოფის მიუხედავად, რუსი ტურისტები საქართველოში მოგზაურობენ და ფულს ხარჯავენ.

ბჟანია: „რუს ტურისტებს თბილ მიღებას ვპირდებით, თუ ლაინერი „კნიაზ ვლადიმირი“ ღირსეულად მივიღეთ, ადგილი „ASTORIA GRANDE“-სთვისაც მოიძებნება“

„რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ. რამდენ შეურაცხყოფას და სიბინძურეს ხვდებით იქ ყოველ ჯერზე და ამის მიუხედავად რუსი ტურისტები ამ დანაშაულებრივი რეჟიმის სპონსორობას მაინც განაგრძობენ“. – განაცხადა ოლგა სკაბეევამ.

 

ფოტო: რადიო „თავისუფლება“/„ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები