LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბჟანია: „რუს ტურისტებს თბილ მიღებას ვპირდებით, თუ ლაინერი „კნიაზ ვლადიმირი“ ღირსეულად მივიღეთ, ადგილი „ASTORIA GRANDE“-სთვისაც მოიძებნება“

196
Untitled design

ბჟანია: „რუს ტურისტებს თბილ მიღებას ვპირდებით, თუ ლაინერი „კნიაზ ვლადიმირი“ ღირსეულად მივიღეთ, ადგილი „ASTORIA GRANDE“-სთვისაც მოიძებნება“

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მზადყოფნას გამოთქვამს, საკრუიზო ლაინერი „ASTORIA GRANDE“ აფხაზეთში მიიღოს და რუს ტურისტებს გულთბილ დახვედრას ჰპირდება.

როგორც რუსული გამოცემები წერენ, ასლან ბჟანიამ ამის შესახებ TASS-ს, ბათუმის პორტში რუსი ტურისტების წინააღმდეგ გამართული აქციის კომენტირებისას განუცხადა.

„ჩვენი რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით და გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულში საკრუიზო გემების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება“, – თქვა ბჟანიამ.

მისივე თქმით, „სოხუმის საზღვაო პორტი „ASTORIA GRANDE“-ს ტიპის გემების მისაღებად ტექნიკურად მზად არის“.

„მოხარული ვართ, მოგიწვიოთ აფხაზეთში, რუს ტურისტებს გპირდებით თბილ მიღებას აფხაზური სტუმართმოყვარეობის სულისკვეთებით. თუ ჩვენ ღირსეულად მივიღეთ ლაინერი „კნიაზ ვლადიმირი“, მაშინ „ASTORIA GRANDE“-ც იპოვის თავის ადგილს“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ცნობისათვის, საკრუიზო ლაინერი „ASTORIA GRANDE“ ბათუმის პორტში პირველად 27 ივლისს შემოვიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.

ლაინერი ბათუმის პორტში მეორედ 31 ივლისს შემოვიდა, რომელსაც კვლავ საპროტესტო აქციით დახვდნენ მოქალაქეები – აქციაზე 23 პირი დააკავეს.

ბათუმის პოლიციამ პორტთან მისასვლელი გზა გადაკეტა და ორმაგი ბარიერები აღმართა

ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე შსს-მ 23 პირი დააკავა

სალომე ზურაბიშვილი: ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები