ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 23 პირი დააკავეს.
ვიდეო: „ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე უკრაინის მოქალაქე ქალი დააკავეს“ – ირაკლი კუპრაძე
შსს-ს ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.
„რუსეთი მტერია და არა სტუმარი!“ – პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
ცნობისათვის, საკრუიზო ლაინერი „ASTORIA GRANDE“, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს, დილის 06:00 საათისთვის მეორედ შემოვიდა.
ნავსადგურთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში პირველად 27 ივლის შემოვიდა. გემი მოქალაქეებმა საპროტესტო აქციით გააცილეს.
საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო