LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს და თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, თანასოფლელის კუთვნილი ავტომობილის სანომრე ნიშანი მოიპარა და საკუთარ ავტომობილზე დაამაგრა“ – შსს-მ 2 პირი დააკავა

141
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მდებარე სავაჭრო ობიექტის გარე პერიმეტრზე განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს და მასში მოთავსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

„დაზიანებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი შემთხვევის ადგილიდან მოშორებით გადააგდეს და თავად მიიმალნენ.

ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, თანასოფლელის კუთვნილი ავტომობილის სანომრე ნიშანი მოიპარა და საკუთარ ავტომობილზე დაამაგრა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ხოლო მოპარული ჩასარიცხი აპარატი და ავტომობილის სანომრე ნიშანი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები