LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტანდარტული პროცედურაა, კანონის დაცვით მოხდა“ – ბათუმის პოლიციის უფროსი განმარტავს, რატომ ავიდნენ საკრუიზო ლაინერზე Astoria Grande სამართალდამცავები

406
Untitled design

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე, რომელზეც ქართველი სამართალდამცველი ბათუმის ნავსადგურში მყოფ რუსულ კრუიზზე – „ASTORIA GRANDE“-ზე იმყოფება, ბათუმის პოლიციის უფროსი განმარტებას აკეთებს.

შსს-ს ცნობით, ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 9 პირი დააკავეს

როგორც ირაკლი დგებუაძემ განაცხადა, სამართალდამცველები საკრუიზო ლაინერზე შემოწმების მიზნით ავიდნენ და ეს კანონის დაცვით მოხდა:

„ნებისმიერ საკრუიზო გემზე, რომელიც ბათუმის ნავსადგურში შემოდის, პოლიცია ადის და ამოწმებს, იღებს შესაბამის ზომებს, ეს არის სტანდარტული პროცედურა. შესაბამისად, პოლიცია კანონის დაცვითაა ასული აღნიშნულ საკრუიზო გემზე“, – განაცხადა დგებუაძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა საკრუიზო გემის მგზავრების მიერ ნაგვის სროლა მათ დასაკავებლად საკმარისი წინაპირობა, ირაკლი დგებუაძემ თქვა, რომ „ნებისმიერ წესრიგის დარღვევაზე პოლიცია შესაბამისად მოქმედებს“.

დგებუაძის თქმითვე, ბოლო ცნობებით, ბათუმის ნავსადგურთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა სულ 10 პირი დააკავეს.

ცნობისათვის, საკრუიზო ლაინერი, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს, დილის 06:00 საათისთვის მეორედ შემოვიდა. ლაინერს მოქალაქეები პროტესტითა და შეძახილებით დახვდნენ. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომელზეც შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა 9 პირი დააკავეს.

საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g