საკრუიზო ლაინერმა „ASTORIA GRANDE“, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, შემდეგი რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო.
ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 29 ივლისიდან 5 აგვისტომდე კრუიზი შემდეგ მარშრუტს გადის – სოჭი – ტრაპიზონი – ბათუმი – ამასრა – სტამბოლი – სოჭი.
5 აგვისტოს შემდგომ პერიოდში კი, მოსანახულებელ ქალაქებს შორის ბათუმი აღარ არის.
ცნობისათვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში პირველად 27 ივლის შემოვიდა. გემი მოქალაქეებმა საპროტესტო აქციით გააცილეს.
ვიდეო: რუსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი საქართველოს ჰიმნის ფონზე დატოვა
საკრუიზო ლაინერი, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს, დილის 06:00 საათისთვის მეორედ შემოვიდა.
ნავსადგურთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომელზეც შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა 9 პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 9 პირი დააკავეს