LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „ჩამოდის ტურისტი, დახარჯავს ფულს, წავა, ძალიან მარტივია.. არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა“

171
fot (6)

„საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის, ეს შეიძლება იყოს რუსი, შეიძლება იყოს ამერიკელი, შეიძლება იყოს ევროპელი, საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.

კელი დეგნანი: არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ნებისმიერი ეროვნების ტურისტის ჩამოსვლა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება“ და ადამიანებს არ სიამოვნებთ ქვეყანაში მშვიდობაა და ეკონომიკა ვითარდება.

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს პოლიცია ყოველთვის კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

„რუსეთი მტერია და არა სტუმარი!“ – პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„პრობლემას არ წარმოადგენს ტურისტების შემოსვლა, ჩამობრძანდნენ. ყველაზე მთავარი რა არის – ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას, დაიცვას კანონი. ჩამოვიდნენ, დახარჯონ თანხები. ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის? რეალურად, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს პროტესტი ისევ და ისევ საქართველოს, საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ არის მიმართული. არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, ხდება ეკონომიკური განვითარება.

ჩამოდის ტურისტი, დახარჯავს ფულს, წავა და ისევ თავის ქვეყანაში დაბრუნდება. ეს არის ძალიან მარტივი..

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რუსეთის მოქალაქე იქნება, აზერბაიჯანის, სომხეთის, ამერიკის თუ სხვა, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებს საქართველოს პოლიცია ყოველთვის. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პოლიციას, შინაგან საქმეთა მინისტრს. ისინი ყოველთვის დგანან საქართველოს სადარაჯოზე, მშვიდობის სადარაჯოზე, იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და თავისი სიცოცხლის ფასად მზად არიან, ქვეყანაში შეინარჩუნონ სიმშვიდე და განვითარება“, – განაცხადა კალაძემ.

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის, Astoria Grande-ს ჩამოსვლის საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა.

ყველა დაკავებულს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.

საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო

„სტანდარტული პროცედურაა, კანონის დაცვით მოხდა“ – ბათუმის პოლიციის უფროსი განმარტავს, რატომ ავიდნენ საკრუიზო ლაინერზე Astoria Grande სამართალდამცავები 

Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g