LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე, რუსთაველის გამზირზე შესაძლოა, დაზიანებული ხე მოიჭრას“ – კახა კალაძის ვიდეომიმართვა რუსთაველის გამზირიდან 

121
კახა კალაძე

„სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე, რუსთაველის გამზირზე შესაძლოა, დაზიანებული ხე მოიჭრას – შესწავლის შემდეგ გამოჩნდა, რომ ხე შიგნიდან არის დაზიანებული და არსებობს საშიშროება, შემდეგი დიდი ქარის დროს წაიქცეს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერი, კახი კალაძე წერს.

მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს შესაბამისი დარგის ექსპერტებთან იმის თაობაზე, რომ კაფე „სტამბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჭადრის მოჭრის აუცილებლობა არ დადგეს:

„ხის ფესვები გადის მიწისქვეშა გადასასვლელზე. ახლა ტარდება ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები და არის რისკი, რომ ან ხე დაზიანდეს, ან ჩაიჭრას ფესვი ისე, რომ შემდგომ პრობლემები შეიქმნას უსაფრთხოებიდან გამომდინარე. იმისთვის რომ ხე არ მოიჭრას, მუშაობა მიმდინარეობს როგორც გარემოს, ისე ჰიდროსაიზოლაციო ექსპერტებთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამავე თემაზე ისაუბრა თბილისის მერმა თავის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად რუსთაველის გამზირის დათვალიერებისას ვიდეომიმართვაში:

„15 სექტემბრამდე გვინდა ჭოველიძიდან ელბაქიძის აღმართამდე გზა გაიხსნას, დაიგოს ასფალტი და ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იყოს. ესეც გარკვეულწილად შეუმსუბუქებს არსებულ მდგომარეობასა და ქალაქში გადაადგილებას. კაფე „სტამბასთან“ არის მიწისქვეშა გადასასვლელი, რომლის რეაბილიტაციაც პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, თუმცა გადასასვლელთან არის ერთი კონკრეტული ჭადრის ხე, რომელიც პრობლემას ქმნის, რომ შესრულდეს შესაბამისი საიზოლაციო სამუშაოები, რათა მოწესრიგებული იყოს მიწისქვეშა გადასასვლელები“,- განაცხადა კალაძემ.

დაზიანებულ ხეებთან და მათ გარშემო არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში ისაუბრა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამაც.

„კაფე „სტამბასთან“ არსებული ჭადრის შემთხვევაში ძირითადი ფესვთა სისტემა არის პირდაპირ დასხმული მიწისქვეშა გადასავლელზე. ახლა ტარდება ჰიდრო საიზოლაციო სამუშაოები და იმ რისკის ქვეშ ვდგავართ, რომ ან ხე დაზიანდეს ან ფესვი ისე ჩაიჭრას, რომ შემდგომ უსაფრთხოების პრობლემები შეიქმნას. ჩვენ გარემოსა და ჰიდროსაიზოლაციო ექსპერტებთან ვმუშაობთ, რათა ხის მოჭრა თავიდან ავირიდოთ, თუმცა არის იმის ალბათობა, რომ ხის მოჭრა დაგვჭირდეს, რათა აღნიშნული სამუშაოები ჩატარდეს. მეორე ადგილი, სადაც იგივე ჭადართან დაკავშირებული პრობლემა გვაქვს, არის თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ „გალერიას“ პირდაპირ. გარკვეული მიწის მასის მოჭრის შემდეგ გამოჩნდა ფუღურო და გაკეთდა დასკვნა. ბოტანიკურმა ბაღმა სპეციალური ტომოგრაფიის მოწყობილობის მეშვეობით შეისწავლა ტერიტორია, რის შემდეგაც გამოჩნდა, რომ შიგნიდან არის დამპალი ხე. არსებობს საშიშროება, რომ შემდეგი დიდი ქარის დროს დავარდეს ეს ხე. გვაქვს შესაბამისი დასკვნებიც, ამიტომ აუცილებლად გვიწევს ამ ხის მოჭრა”, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები