LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „ირაკლი ღარიბაშვილს გამოძიებაზე, სავარაუდოდ, ჰქონდა ინფორმაცია და ალბათ, მისი განცხადებები პრევენციული სახის იყო“

118
კახა კალაძე

„როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა

კახა კალაძის სიტყვებით, „სავარაუდოდ, მას [ღარიბაშვილს] ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება“ და მიერ მიერ გავრცელებული განცხადებები, სავარაუდოდ, პრევენციულ ხასიათს ატარებდა.

„ძალიან სამწუხაროა და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელზე გიწევს საუბარი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მისი მხრიდან გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. სავარაუდოდ, მას ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება და ალბათ, პრევენციული სახის განცხადება ჰქონდა. ყოფილი პოლიტიკოსები ზოგადად ხშირად იყენებენ აღნიშნულ მეთოდს და სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხდება ხოლმე. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ის ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისათვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა დღეს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას.

პროკურატურა ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებაზე: „დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიებას ინფორმაცია ვასილ მხეიძემ მიაწოდა, გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები