LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთი მტერია და არა სტუმარი!“ – პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

118
Untitled design

დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ აქცია: „რუსეთი მტერია და არა სტუმარი“ გაიმართება.

კელი დეგნანი: არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი

აქციის შესახებ ერთობლივ განცხადებას სამოქალაქო მოძრაობები „ჯიუტი“ და „ტალღა“ ავრცელებს:

„დღეს, დილის 7 საათზე ბათუმში ისევ შემოვიდა რუსული გემი.

ქართულმა პოლიციამ, რუსული მთავრობის დავალებით, ყველაფერი გააკეთა ოკუპანტებისთვის კომფორტის შესანარჩუნებლად.

ბათუმში, რუსული მთავრობის დავალებით, 10-მდე მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე დააკავეს.

სოლიდარობა სამშობლოს ღირსების მცველებს! თანადგომა ბათუმს!

საღამოს შვიდ საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან საკუთარი და სამშობლოს ღირსების დასაცავად“, – აღნიშნულია „ფეისბუკზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო

ცნობისათვის, საკრუიზო ლაინერი „ASTORIA GRANDE“, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს, დილის 06:00 საათისთვის მეორედ შემოვიდა.

ნავსადგურთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომელზეც შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა 10 პირი დააკავეს.

საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში პირველად 27 ივლის შემოვიდა. გემი მოქალაქეებმა საპროტესტო აქციით გააცილეს.

ვიდეო: რუსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი საქართველოს ჰიმნის ფონზე დატოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g