ბათუმის პოლიციამ პორტთან მისასვლელი გზა გადაკეტა და ორმაგი ბარიერები აღმართა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „რონდელის ფონდის” მკვლევარი, ზურა ბატიაშვილი აქვეყნებს.
„ამ წუთას ბათუმის პოლიციამ ჩვენ თვალწინ პორტთან მისასვლელი გზაც გადაკეტა.
ასე იცავენ ოკუპანტებს ჩვენ ქვეყანაში”, – წერს ბატიაშვილი.
ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მახარაძე რომა, რომელიც წერს, რომ პორტთან მისასვლელ გზაზე პოლიციამ ორმაგი ბარიკადები აღმართა.
შეგახსენებთ, რომ სოჭიდან ბათუმის პორტში საკრუიზო გემი 31 ივლისს, გამთენიას, 07:00 საათზე შევა.
პორტთან გემს სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დახვდებიან.
“ლელო-საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის წევრები საკრუიზო გემ Astoria Grande-ს აქციით დახვდებიან