LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის სარეკლამო კამპანია არაბულ ქვეყნებშიც დაიწყება

34

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მანამასა და შარჟაში რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით პრეზენტაციები გამართა. დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა თამარ მგელაძემ ბაჰრეინსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში არაბული ტურისტული სააგენტოებისთვის გამართული პრეზენტაციებისას აქცენტი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებზე, პროდუქტებსა და მათი განვითარების პერსპექტივებზე გააკეთა.

პრეზენტაციებში ქართული ტურისტული სააგენტოები და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც მონაწილეობდა, რომლებმაც ორმხრივი შეხვედრები გამართეს არაბულ ტურისტულ სააგენტოებთან და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრებს ავიაკომპანია „Air Arabia“-ს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 2 ივლისიდან, ავიაკომპანია შარჟადან ბათუმის მიმართულებით, კვირაში ორჯერ   ჩარტერული რეისების განხორცილებას იწყებს.

„ბოლო პერიოდში გაზრდილია არაბი ტურისტების ინტერესი აჭარის მიმართ. ის ჩარტერული რეისებიც, რომელიც შარჟადან ჩვენი ქალაქის მიმართულებით განხორციელდება ნაწილობრივ ამის დასტურიცაა. შარჟას გავლით ჩვენთან ჩამოვლენ არა მხოლოდ არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან, არამედ მისი მეზობელი არაბული ქვეყნებიდანაც. ჩვენი პრეზენტაციების მიზანი იყო არაბულ ქვეყნებში მოქმედი მსხვილი ტურისტული სააგენტოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ჩვენი ტურისტული პოტენციალის შესახებ, ამასთანავე ჩვენი ტურისტული სააგენტოებისთვის მიგვეცა საშუალება გაემართათ ორმხრივი შეხვედრები და დაეგეგმათ კონკრეტული ტურისტული პაკეტები  არაბ კოლეგებთან ერთად. სამომავლოდ, სამიზნე ქვეყნების დივერსიფიკაციის მიზნით შეიძლება დაიგეგმოს პიარ და მარკეტინგული კამპანიები არაბეთის ქვეყნებში“ განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა თამარ მგელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები