LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

117
პრაღის გამოფენა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად ჩეხეთში, პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Holiday World and Region World მიიღო მონაწილეობა.

გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ინფორმაციას საქართველოს საზღვაო და სამთო კურორტების შესახებ.

გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჩეხური მედიის წარმომადგენლებთან, ბლოგერებთან და ინფლუენსერებთან საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით.

პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 30-მდე ქვეყნიდან 300-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობდა. გამოფენას 30 ათასამდე ვიზიტორი ეწვია.