LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეშენებელური საცხოვრებელი უძრავი ქონების ბუმი მსოფლიოში – ქალაქები, სადაც პრემიუმ სეგმენტზე ფასები მხოლოდ მზარდია

119
უძრავი ქონება

მსოფლიოს მასშტაბით უძრავ ქონებაზე ფასები იზრდება, გამონაკლისს არც ფეშენებელური სახლები წარმოადგენს.

უძრავი ქონების სფეროში სპეციალიზებული საკონსულტაციო კომპანიის „Knight Frank“ ახალი ანგარიშის (Wealth Report 2026) თანახმად, ევროპის 50-მდე ქალაქში უძრავ ქონებაზე ფასების წლიურმა ზრდამ 3%-ს გადააჭარბა.

ევროპულ ქალაქებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩეხეთის დედაქალაქმა დააფიქსირა – 2025 წელს პრაღაში პრემიუმ კლასის უძრავი ქონების ღირებულება 14.6%-ით გაიზარდა. რეიტინგში მას მოჰყვებიან საფრანგეთის სათხილამურო კურორტი მერიბელი (9%), პორტუგალიის ქალაქი პორტუ (8.5%), ესპანეთის ქალაქი მარბელია (8.1%) და საფრანგეთის კიდევ ერთი სამთო-სათხილამურო კურორტი კურშეველი 1850 (6.9%).

როგორც ირკვევა, ევროპაში ცხოვრების სტილზე ორიენტირებულ ლოკაციებსა და საკურორტო ზონებს ეტანებიან. რეიტინგში ამიტომაც დომინირებენ ალპური სამთო-სათხილამურო კურორტები და ხმელთაშუა ზღვისპირა დასასვენებელი პუნქტები.

რადიკალურად განსხვავებული სურათია მსხვილ საფინანსო ცენტრებში – ლონდონი, სტოკჰოლმი, პარიზი და მილანი საგრძნობლად ჩამორჩებიან უძრავი ქონების ბაზრების ზრდის ტემპებს. სამაგიეროდ რეიტინგში ლიდერობენ:

  • ტოკიო – 2025 წელს იაპონიის დედაქალაქში პრემიუმ უძრავი ქონების ფასები 58.5%-ით გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით, ტოკიოს ახალაშენებული ბინების ბაზარზე ზრდა განაპირობა შეზღუდულმა მიწოდებამ, დაბალმა საპროცენტო განაკვეთებმა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან მომდინარე ძლიერმა მოთხოვნამ.
  • დუბაი – არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესმა ქალაქმა მეორე ადგილი დაიკავა 25.1%-იანი ზრდით, თუმცა ეს მონაცემები ასახავს მხოლოდ ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმამდე პერიოდს.
  • მანილა – ფილიპინების დედაქალაქში უძრავი ქონების ფასებმა 17.5%-ით მოიმატა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g