LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოკიოს ტურისტულ რაიონში ნაგვის დაყრაზე მყისიერი ჯარიმები დაწესდა

107
ტოკიო

ტოკიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ხალხმრავალ შიბუიას რაიონში ტურისტები ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის უკვე ადგილზე დაჯარიმდებიან – ამ ზომით იაპონია ჭარბი ტურიზმის თანამდევ პრობლემებს ებრძვის.

ადგილობრივი ხელისუფლება საინფორმაციო კამპანიის „თუ ნაგავს დაყრი, ფულს დაკარგავ“ (If you throw trash, you lose cash) ფარგლებში, ქუჩებში პატრულირებისთვის 50-მდე თანამშრომელს აგზავნის. ჯარიმის ოდენობად 2000 იაპონური იენი (დაახლოებით 10.75 ევრო) განისაზღვრა. მისი გადახდა შესაძლებელი იქნება ნაღდი ფულით, საბანკო ბარათით ან QR კოდის მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ ტოკიოში დანაგვიანების პრობლემას უდიდესი სერიოზულობით ეკიდებიან. ქალაქის სხვა რაიონებში ხელისუფლება უკვე აჯარიმებს კვებისა და სასმელის ობიექტების მფლობელებსაც, თუ ისინი საკუთარ ტერიტორიაზე ნაგვის ურნებს არ განათავსებენ.

სხვათა შორის, იაპონიაში ნაგვის ურნების ნაკლებობა ნაწილობრივ უსაფრთხოების არსებული ზომებითაა განპირობებული – ისინი ტერორისტული თავდასხმებისთვის გამოსაყენებელ ობიექტებადაა აღქმული. ურნების ნაკლებობა ვიზიტორებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ – გასულ წელს ჩატარებული გამოკითხვისას ტურისტების 20%-მა ეს გარემოება მოგზაურთათვის ყველაზე დიდ დისკომფორტად დაასახელა.

ცნობისთვის, 2025 წელს იაპონიამ რეკორდულ – 42.7 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g