ბრიტანულმა მედიაპლატფორმამ Time Out, მსოფლიოს 150 ქალაქში მცხოვრები 18-დან 29 წლამდე ასაკის 4000 ადგილობრივი მაცხოვრებლის გამოკითხვის შედეგად, Z თაობისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები გამოავლინა.
რესპონდენტებს სთხოვეს, შეეფასებინათ საერთო კმაყოფილების დონე და ყოველდღიური გამოცდილებით გამოწვეული სიხარული, კვების ობიექტების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ღამის ცხოვრება და გართობა, ფეხით გადაადგილების კომფორტი და ახალი მეგობრების შეძენის სიმარტივე.
გამოკითხვის შედეგად, საუკეთესო ათეულში მოხვდა: ტოკიო (იაპონია), პორტუ (პორტუგალია), მელბურნი (ავსტრალია), ედინბურგი (გაერთიანებული სამეფო), შანხაი (ჩინეთი), ნიუ-იორკი (აშშ), კოპენჰაგენი (დანია), ბერლინი (გერმანია), ვალენსია (ესპანეთი) და ბანგკოკი (ტაილანდი).
