LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აჭარლები – ბეშუმიდან ბათუმამდე“ – ბათუმში პოლონური ფილმის პრემიერა გაიმართა

65

პოლონეთის საზოგადოებრივმა არხმა „TVP 3” აჭარის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. „აჭარლები -ბეშუმიდან ბათუმამდე“ – ასე ქვია ფილმს, რომლის პრემიერაც კინოთეატრ აპოლოში  გაიმართა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფილმში მხატვრულადაა გადმოცემული აჭარის ისტორია, ხელოვნება და კულტურა. ასევე, კარგად ჩანს რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და ადამიანები, რომლებიც  საქართველოს ამ ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონში ცხოვრობენ. ფილმის ავტორები მაყურებელს მაღალმთიანი აჭარიდან შავი ზღვის სანაპირომდე ამოგზაურებენ.

ფილმის გადაღებები გასული წლის ზაფხულში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა.  ფილმი პოლონეთის საზოგადოებრივ არხის მაყურებელმა რამდენიმეჯერ იხილა. მისი ნახვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელსაც შეეძლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები