LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავეს

52

ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავეს. როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მთავარ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1962 წელს დაბადებული ლ.გ. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.გ. ადამიანებით სისტემატურად ვაჭრობდა. კერძოდ, ბრალდებული სხვადასხვა ასაკის გოგონების მოტყუებით გადაბირებას ახდენდა, მარნეულში მდებარე სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში აცხოვრებდა და მუქარით, ფსიქიკური და ფიზიკური იძულებით, მათ სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები