LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება ჩინეთის ინდუსტრიულ პარკში – დაიღუპა 19, დაშავდა 12 ადამიანი

43

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში, ინდუსტრიულ პარკში მომხდარ აფეთქებას 19 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა.

ინფორმაციას  ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აფეთქება ქალაქ იბინის ინდუსტრიულ ზონაში, საღამოს მოხდა. ხანძარი უკვე ჩააქვრეს და მიმდინარეობს აფეთქების მიზეზების გამოძიება.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ აფეთქება ქიმიურ ქარხანაში მოხდა.

ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქ ტიანცზინში, 2015 წელს ქიმიურ საწყობზე მომხდარ აფეთქებას 165 ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები