LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება საბავშვო ბაღთან – გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან

29

ჩინეთში საბავშვო ბაღის შენობასთან აფეთქება მოხდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, არის მსხვერპლი, გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან.  

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua წერს, რომ აფეთქება ფენგქსიანის ოლქში მოხდა. გარდაცვლილების რაოდენობა, ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის.

ადგილობრივმა პოლიციამ „ესოშიეითიდ პრესს“ დაუდასტურა მომხდარი, სამართალდამცველების თქმით, მიმდინარეობს გამოძიება. აფეთქების მიზეზი უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები