LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქების საფრთხის გამო, მოსკოვის ცენტრიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული

41

აფეთქების საფრთხის გამო, მოსკოვის ცენტრიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. სამართალდამცავმა უწყებებმა დიდი თეატრის, სასტუმრო „მეტროპოლისა“ და სავაჭრო სახლ GUM-ის დაცლის გადაწყვეტილება ანონიმური სატელეფონო ზარის საფუძველზე მიიღეს.  ადგილობრივი მედიის ცნობით, წითელ მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრიდან და სასტუმრო „მეტროპოლიდან“ 5000-მდე ადამიანია ევაკუირებული. სამართალდამცველების განცხადებით კი, დაცლილია მოსკოვის დიდი თეატრიც.

ანონიმური ზარების ტალღა რუსეთში 2 თვის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. 13 სექტემბერს მოსკოვის სხვადასხვა ადგილებიდან აფეთქებების საფრთხის შესახებ მიღებული შეტყობინებების გამო 20 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რუსული მედიის ცნობითვე, რამდენიმე დღით ადრე საფრთხის შესახებ ანონიმური ზარების გამო ქვეყნის 22 ქალაქში 45 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები