LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგატა კრისტის რომანების 5 საუკეთესო ეკრანიზაცია

მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში (1974)

სიდნი ლუმეტის მიერ გადაღებული ეს ფილმი ამ დრომდე რომანის საუკეთესო ეკრანიზაციად ითვლება. ფილმი ოსკარის 6 და ბრიტანული კინოაკადემიის 10 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. კინოსურათში მთავარ როლებს ინგრიდ ბერგმანი, ჟაკლინ ბისეტი, შონ კონერი, ვანესა რენგრეივი, მაიკლ იორკი და ალბერტ ფინი ასრულებენ.

სიკვდილი ნილოსზე (1978)

მიუხედავად იმისა, რომ კინოსურათი 2 საათზე მეტახანს გრძელდება, მას ერთი ამოსუნთქვით ნახავთ. ფილმში მთავარ როლის შემსრულებელს, პიტერ უსტინოვს ხშირად ადარებენ ალბერტ ფინსა და დევიდ სუშეს, როგორც პაუროს როლის საუკეთესო შემსრულებლებს.

ბრალდების მოწმე (1957)

ბილი უალიდერის კლასიკად ქცეული ფილმი, რომელიც ამერიკელ კრიტიკოსთა ასოციაციამ ერთხმად აღიარა საუკეთესო სასამართლო დრამად. ესაა აგატა კრისტის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით გადაღებული კინოსურათი, სადაც მთავარ როლს განუმეორებელი მარლენ დიტრიხი ასრულებს.

გადატეხილი სარკე (1987)

ამ რომანით აგატა კრისტიმ ჩვეული სტილი დაარღვია და ჰოლივუდის სკანდალური სამყარო გვაჩვენა. დაპირისპირებები, ინტრიგები, ჩახლართული ისტორიები და ცხადია მკვლელობა, რომელიც ამჯერად კრისტის კიდევე ერთმა პერსონაჟმა, მისს მარპლიმ გახსნა. ლეგენდარული დეტექტივის როლს ფილმში ანჯელა ლენსბერი ასრულებს, ხოლო კინოვარსკვლავის როლში ელიზაბეტ ტეილორი გვევლინება.

მან დაინახა მკვლელობა (1961)

თუ გინდათ ბოლომდე შეიგრძნოთ აგატა კრიტის შემოქმედება, ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ. მით უმეტეს, რომ მისს მარპლის როლს ფილმში ავტორის უახლოესი მეგობარო, ოსკაროსანი მსახიობი მარგარეტ რუტერდორფი ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები