LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღარ აჭამოთ მიგრანტებს

43

ფრანგული ქალაქის მერმა მოსახლეობას მიგრანტების გამოკვება აუკრძალა. გამოცემა „Le Monde”-ს ინფორმაციით, საუბარია ქალაქ კალეზე, სადაც მიგრანტთა ყველაზე დიდი ბანაკი „ჯუნგლი“ იყო განთავსებული. ქალაქს ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი ესტუმრა, რის შემდეგაც მერმა მოსახლეობას მასობრივი შეკრებები და მიგრანტების დახმარება აუკრძალა.
დღესდღეობით ქალაქში ასეულობით მიგრანტი ცხოვრობს და ისინი არსებობას ადგილობრივი ჰუმანიტარული ორგანიზაციების ხარჯზე ახერხებენ. მერის აზრით კი, არსებობს იმის საშიშროება, რომ ქალაქში ახალი ბანაკები გაიხსნას, რაც კელისთვის არც თუ ისე სასიამოვნო პერსპექტივაა. ამიტომ, მოსახლეობას მიგრანტების გამოკვება კანონით აეკრძალებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები