LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთში სატვირთო ავტომობილში 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს

213
bulgareti

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის მახლობლად სატვირთო ავტომანქანაში ნახეს 18 გვამი.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, პირველადი დასკვნით, სატვირთოს არალეგალური მიგრანტები გადაჰყავდა.

შეშით დატვირთულ ავტომანქანას მალულად გადაჰყავდა სულ 40 ადამიანი. რატომ გარდაiცვალა 18 მათგანი, ჯერ არ არის დადგენილი.

ცნობით, გადარჩენილები საავადმყოფოში მოათავსეს შესამოწმებლად. ავტომანქანის მძღოლი გაქცეულია და იძებნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები