LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: ვულოცავ რუმენ რადევს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვებას – საქართველო მოუთმენლად ელის ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის შემდგომ განმტკიცებას და ძლიერი პარტნიორობის გაღრმავებას

128
ირაკლი კობახიძე, რუმენ რადევი

ვულოცავ ბატონ რუმენ რადევს და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და ბულგარეთს შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე.

„ვუსურვებ წარმატებებს ქვეყნის წინსვლისა და ბულგარელი ხალხის უწყვეტი პროგრესისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში. საქართველო მოუთმენლად ელის ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის შემდგომ განმტკიცებას და ჩვენი ძლიერი პარტნიორობის გაღრმავებას“, – წერს ირაკლი კობახიძე

ცნობისთვის, წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, ბულგარეთის არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტი, რუმენ რადევი ლიდერობს. ბიულეტენების 91.7%-ის დათვლის შემდეგ, რადევის პარტიამ „პროგრესული ბულგარეთი“ ხმების 44.7% მიიღო, მეორე ადგილზეა კოალიცია „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს – დემოკრატიული ბულგარეთი“ – ხმების 13.2%-ით, მესამეზე კი – ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის პარტია GERB-ი – 13,4%-ით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g