LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუქარესტიდან სტამბოლის, სოფიისა და ვარნის მიმართულებით პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა ოქტომბრამდე აღდგა

117
სარკინიგზო მიმოსვლა

რუმინეთის ეროვნულმა სარკინიგზო კომპანიამ თურქეთისა და ბულგარეთის მიმართულებით ყოველდღიური პირდაპირი საზაფხულო რეისები განაახლა – მგზავრებს კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა, ბუქარესტიდან სტამბოლში, სოფიასა და ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე პირდაპირი მატარებლით იმგზავრონ.

სეზონური საერთაშორისო მარშრუტი „România“ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე იფუნქციონირებს. მგზავრობის ღირებულება 27 ევროდან იწყება. ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია 90 დღით ადრე.

სეზონური სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება ეხმიანება ევროპაში არსებულ ტენდენციას, რაც საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის პოპულარიზაციას გულისხმობს. სულ უფრო მეტი მგზავრი ირჩევს მატარებელს მოკლე დისტანციებზე ფრენის ალტერნატივად, რამაც ღამის საძილე ვაგონებზე მოთხოვნა გაზარდა.

magti 5g