რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 13 კანდიდატი მონაწილეობს.
მედიის ინფორმაციით, პირველი ტურის ფავორიტია რუმინეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, სოციალ-დემოკრატი მარჩელ ჩოლაკუა – მისი მთავარი მეტოქეა ულტრამემარჯვენე „რუმინელთა ერთიანობის კავშირის“ ლიდერი ჯორჯე სიმიონი.
პირველ დეკემბერს რუმინეთში ასევე გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, ხოლო 8 დეკემბერს, საჭიროების შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.