LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ ზელანდიაში ხუთის ნაცვლად, კვირაში ოთხი დღე იმუშავებენ

82

ახალ ზელანდიაში,  თანამშრომლების შრომისუნარიანობის და მოტივაციის ასამაღლებლად, 16 კომპანიამ  სამუშაო გრაფიკის შეცვლა გადაწყვიტა. საქმე იმაშია, რომ დამსაქმებელი კომპანიების ინიციატივით, მათი  თანამშრომლები კვირაში ხუთის ნაცვლად,  ოთხი დღე იქნებიან სამსახურში, თუმცა ანაზღაურება არ შეუმცირდებათ.

ინიციატივა საცდელია და ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ იდეა მათ მოლოდინებს გაამართლებს, კომპანიები 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავლენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები