LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ფილმი, რომლითაც კირა ნაითლს წელს ოსკარს უწინასწარმეტყველებენ (ვიდეო)

157

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფრანგი მწერლის, გაბერიელ სიდონის შესახებ გადაღებული ფილმი ეკრანებზე მალე გამოვა. მწერალს საზოგადოება „კოლეტის“ ფსევდონიმით იცნობს და სწორედ ასეთია თავად 1314ფილმის სახელწოდებაც.

კინოსურათში კოლეტის როლს კირა ნაითლი ასრულებს. ფილმი უკვე აჩვენეს „სანდენსის“ კინოფესტივალზე და მან კინოკრიტიკოსების უმაღლესი შეფასება უკვე მიიღო. ამბობენ, რომ ეს როლი კირა ნაითლისთვის საკვანძოა და მან შესაძლოა, 33 წლის მსახიობს პირველი „ოსკარი“ მოუტანოს.

კოლეტი ცნობილია, როგორც გამორჩეული მწერალი, ასევე ერთ-ერთი პირველი ფრანგი ფემინისტი ქალი. პირველად საკუთარი სახელით მან რომანი 1904 წელს გამოსცა, რადგან ამ დრომდე ქალებს საჯარო აქტივობის უფლებას არ აძლევდნენ და კოლეტი რომანებს ქმრის დახმარებით აქვეყნებდა.

ფილმი დიდ ეკრანებზე 21 სექტემბერს გამოდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები